მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა მონაწილეობა მიიღო "მომავლის ფერმერის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში: "ჩემი ბოსტანი სჯობია შენსას".
საკონკურსოდ კლუბმა სკოლის ტერიტორიაზე განთავსებული, საკუთარ სათბურში მოყვანილი სალათის ფოთლების, ბროკოლისა და ყვავილების თესვის, მორწყვის, მოსავლის აღებისა და გაყიდვის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაუგზავნა ორგანიზაცია ,,მომავლის ფერმერს". ,
"მომავლის ფერმერმა" მარადისელი გარემოსდამცველები საუკეთესო ,,გუნდური ნამუშევრისთვის" პირველი ადგილითა და 900 ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერით დააჯილდოვა. (კლუბის თითოეული წევრი 100-100 ლარიანი ვაუჩერით). გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა უარი თქვეს, რომ თანხა საკუთარი თავისათვის დაეხარჯათ და გადაწყვიტეს, რომ თანატოლებისა და თანასოფლელთათვის წიგნები შეეძინათ. წიგნები მათ მიერვე გახსნილ სასოფლო ბიბლიოთეკაში განათავსეს.
მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კლუბის წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში სამომავლოდაც გააგრძელებენ თანამშრომლობას ,,მომავლის ფერმერთან".