გენდერი და გენდერული თანასწორობა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ცნებას წარმოადგენს. ყოველდღიურად ახალგაზრდები აწყდებიან წინააღმდეგობებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ აზრს (სტერეოტიპებს) თუ რა არის გარკვეული სქესისთვის შესაფერისი ან შეუსაბამო. ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად კი უპირველესი ცნობიერების ამაღლებაა. სწორედ ამან გამოიწვია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის გუნდი ECOteens- ის გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა ტრენინგი აღნიშნულ საკითხზე.
ტრენინგი ხიდისთავის სკოლაში 25 თებერვალს ჩატარდა და სამიზნე ჯგუფს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. შეხვედრას ECOteens-ის გუნდის წევრები მარიამ ჟუჟნიაშვილი და ანანო ყველაშვილი წარმართავდნენ. მათ განიხილეს: გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, სახლში და სოციუმში არსებული მდგომარეობა, სტერეოტიპები და შრომითი ბაზარი ამ მხრივ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგი არ იყო ლექციური სახის და დამსწრე საზოგადოებას ეძლეოდა გაეზიარებინა პირადი გამოცდილება თანატოლებისათვის და ემსჯელა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, ახალგაზრდება გაიაზრეს გენდერული თანასწორობის არსი და რაოდენ მნიშვნელოვანია ის. მათ ასევე დასახეს გეგმები თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოდ ყოველდღიურ უთანასწორობას.