ტყიბულის მუნიციპალიტეტის, გელათის საჯარო სკოლის ეკო-კლუბელები, აქტიურად არიან ჩართული "სენის" პროექტში: "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში".
რამდენიმე დღის წინ, ეკო-კლუბელებმა იშვიათი ჯიშის კედარის გადარჩენა კადაწყვიტეს, რომელიც მეტყევე ზურ ბეროძის მიერაა ნაპოვნი. ჰიმალაის კედარის ნერგები ბავშვებმა ეკოკლუბის ინიციატივით, არასასურველი გარემოდან (ხეები გზის პირას იდგა და მათი დაზიანების საფრთხე არსებობდა) სკოლის სანერგეში გადაიტანეს, რომელზეც იზრუნებენ და გაზაფხულზე მათ კარგად შერჩეულ ადგილზე გადარგავენ.
იმედია, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული თანხმობა, სატყეო სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენელთან შეთანხმება და ბუნებაზე გულშემატკივრობა კარგ შედეგს გამოიღებს და ახალგაზრდები ბუნებაზე ზრუნვას ისწავლიან.
გელათის საჯარო სკოლის ეკო-კლუბს ხელმძღვანელობს ეკოლოგი და მკვლევარი, ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ხათუნა კაპანაძე.რომელიც "სენის" ყველა პროექტში აქტიურადაა ჩართული.