ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის აფენის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლების" წევრებმა კიდევ ერთი საჭირო და სასიკეთო აქტივობა განახორციელეს. ეკოკლუბის წევრები სიღნაღის სოფელ ბოდბეში მდებარე პანსიონატ "თაობათა კერას" ესტუმრნენ, სადაც 40-მდე ყველა ასაკის ადამიანი ცხოვრობს.
ეკოკლუბის წევრებმა პანსიონატში მცხოვრებ ადამიანებს სურსათ-სანოვაგე და ტანისამოსი მიუტანეს. აგრეთვე მოსწავლეებმა მათ საკუთარი ხელით გამომცხვარი ნამცხვრები მიართვეს.
ბავშვები გახარებულები იყვნენ იმით, რომ დიდი სიხარული მიანიჭეს ადამიანებს მათი სტუმრობით. მათ 40 ადამიანის გაბედნიერება შეძლეს.
ეკოკლუბის წევრებს სურთ კიდევ ბევრი სიკეთე აკეთონ, რადგან როგორც თავად ამბობენ, სიკეთის კეთებით ძალიან ბედნიერები არიან.