გურული "მწვანე მომხმარებლები" ოზურგეთიდან

 

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მომავალი’’- ს წევრების ინიციატივით მოეწყო გამოფენა სახელწოდებით: "ახალი სიცოცხლე ძველ ნივთებს’’.

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა კლუბის წევრებს სამოქმედო გეგმის შედგენისას განუმარტა მდგრადი განვითარების მე-12 მიზანზე გაემახვილებინათ ყურადღება და შეახსენა თუ რას გულისხმობდა მდგრადი მოხმარება და წარმოებარომ თითეული მათგანი შეიძლებოდა "მწვანე მომხმარებელი’’ გამხდარიყო.

"გონივრულად შეიძლება მოვიხმაროთ  და გამოვიყენოთ ზოგიერთი ნივთი, რომელიც შეიძლება უსარგებლო გვეგონოს, მას შეიძლება ახალი სიცოცხლე შევძინოთ, ამით გარემოსაც დავიცავთ  და ნარჩენებსაც შევამცირებთ'' - ამბობენ ეკოკლუბელები.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა, პლასტმასის ბოთლების, ძველი ქსოვილის,  მუყაოს ქაღალდის, გაბზარული ჭურჭლის და ერთჯერადი პარკებისაგან შექმნილი ულამაზესი ნაკეთობები.

გეოგრაფიის პედაგოგმა მოსწავლეებს შესთავაზა, შეეგროვებინათ გამოუყენებელი ნივთები და თვითონ დაეხმარებოდა მრავალფეროვანი ნაკეთობების  დამზადებაში.

ამ აქტივობით ეკოკლუბის წევრები  მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს - "გონივრული მოხმარება და წარმოება" - გამოეხმაურნენ.