წყლიდან გამორიყული უზარმაზარი თევზები - უცნაური შემთხეევა ზუგდიდში

2021 წლის იანვრის ერთ დღეს მდინარე ენგურის სანაპიროზე მაცხოვრებლები იშვიათი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. დაბინძურებული მდინარე ენგურის ზედაპირზე ტივტივებდნენ უზარმაზარი თევზები, რომელთაგან ზოგიერთის წონა საშუალოდ 30-60 კოლოგრამსაც კი აღწევდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ენგურჰესში" სარემონტო სამუშაოების დაწყების გამო დაგუბებული წყალი გაუშვეს, რომელსაც თან გამოჰყვა შლამი და ამან დააბინძურა მდინარე. თევზებმა სუნთქვა ვეღარ შეძლეს, რის გამო ზოგი ზედაპირზე ამოტივტივდა, ზოგიც ნაპირზე გამოირიყა.

ქალაქ ზუგდიდი N3 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ამ ფაქტის შესწავლა თვითმხილველთა (ნათესავები, ნაცნობები) გამოკითხვით დაიწყეს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მდინარის წყალი საშინლად იყო დაბინძურებული. ეკოკლუბელებმა დაადგინეს, რომ თევზებს აღნიშნულ ვითარებაში სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლება აუცილებლად შეექმნებოდათ. მოსწავლეების აზრით მცდარია ის მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას  მოტივტივე და გამორიყული  თევზები არ დაეჭირა , - ისინი გადარჩებოდნენ. თვითმხილველების თქმით, ტალახიან და შლამიან წყალში წყლის ბინადრების გადარჩენის მინიმალური შანსი არსებობდა.

მომავალში, თუკი დაიგეგმება მდინარის ეკოსისტემის (იხტიოფაუნის) ხელოვნური განახლება, ეკოკლუბის წევრები გამოთქვამენ მზადყოფნას მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ სასარგებლო საქმეში.

მდინარეზე მოკვლევის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა სკოლაში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები და ამომწურავად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს.