მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის - "გავუწოდოთ ხელი ბუნებას" წევრებმა 17 თებერვალს ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე: "სუფთა წყლის ჰიგიენის, სანიტარიის მნიშვნელობა და ხელების სწორად დაბანის შესახებ". პრეზენტაცია შედგა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განსაკუთრებულად არსებულ კოვიდ-ვითარების პერიოდში.
პრეზენტაცია წარადგინა ეკოკლუბის წევრმა საბა ჭინჭარაშვილმა. პრეზენტაციის ჩვენების მიზანი იყო თუ როგორ უნდა შეიტანოს წვლილი თითოეულმა მოსწავლემ წყლის სისუფთავის დაცვის კუთხით, ასევე როგორ უნდა გაუფრთხილდნენ წყალს და როგორ უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენა, რათა მინიმალური ზიანი მიაყენონ ბუნებას, რადგან წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტია და მისი დაბინძურება უარყოფით ზეგავლენას მოახდენს, არამარტო ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე.
პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მოსწავლეებმა მოაწყეს დისკუსია, სადაც განხილული და შეჯამებული იქნა არსებული საკითხები.
მცხეთის სოფელ ბიწმენდის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.