ფოთლების ღია წვა დიდ საფრთხეს წარმოადგენს ბუნებისთვის, ცხოველებისთვის ადამიანებისთვის და არამხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისთვის. მას ასევე დიდი გავლენა აქვს კლიმატის უარყოფით ცვლილებაზე, რაც დღესდღეობით ერთ-ერთ გლობალურ პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის.
სწორედ ამიტომ ოზურგეთში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ "მწვანე თაობის" წევრები შეეცადნენ მასწავლებელთან ერთად ბავშვებისთვის ეჩვენებინათ თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ფოთლები სასარგებლოდ სხვადასხვა შემთხვევებსა და საქმიანობებში. ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მუშაობის ეს შემეცნებითი პროცესი ბავშვებისთვის ყველაფერთან ერთად საინტერესო და სახალისო გამხდარიყო
ფოთლებით (რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო და გამოუსადეგარი ჩანდა) ბავშვებმა ძალიან ლამაზი ნამუშევრები დაამზადეს და გადაწყვიტეს შექმნილი ნამუშევრებით კლასის კედლები დაემშვენებინათ. ეს მათ ყოველთვის შეახსენებს, რომ ფოთლების ძალიან ბევრი სასარგებლო და საინტერესო კუთხით გამოყენება არის შესაძლებელი.
მოსწავლლეებმა მუშაობის პროცესში არამხოლოდ ფოთლების სწორად გამოყენება ისწავლეს, არამედ ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები ნარჩენი ფოთლების სწორად გამოყენების კუთხით.