ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის N5 სკოლის ეკოკლუბი "ქომაგი" ეწვია კოლხეთის ეროვნულ პარკს. ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა მანანა ჩიქოვანმა გააკეთა პრეზენტაცია პარკის მნიშვნელობაზე.
კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონში კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს.ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაჭაობებულია. კოლხეთის ჭაობი უნიკალურია, რადგან არსებული რელიქტური ტორფნარების მნიშვნელობა უდიდესია მოზამთრე ფრინველებისათვის.
აქ იზრდება ხავსი სფაგნუმი მას აქვს უნარი ხავსის წარმოქმნის. ასევე მდინარე ფიჩორის ხეობაში გვხდება კოლხური რელიქტური ტყეები, მათ შორის ხერთვისის ანუ კოლხური მუხა. ჭაობში აზოტით ღარიბ ნიადაგზე იზრდება მწერიჭამია მცენარე დროზერა. ეროვნული პარკის ფარგლებშია პალიასტომის ტბა. ეს ადგილი ცნობილია, როგორც საქართველოში გადამფრენი ფრინველების გამოზამთრების საუკეთესო თავშესაფარი.
ჩატარდა საველე ტური პალიასტომის ტბაზე. ეკოკლუბის წევრები გაეცნენ ფრინველთა დათვლის მეთოდიკას, ვიზიტორთა კოშკურიდან ჭოგრიტებით აკვირდებოდნენ გარეულ იხვებს, დაითვალეს ფრინველები და გააკეთეს მათი იდენტიფიცირება.