კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სელვას“ წევრებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების #4 (ხარისხიანი განათლება) მიზნის მისაღწევად, განახორციელეს აქტივობა სახელწოდებით: "გააჩუქეთ წიგნები“.
მოსწავლეების უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ განათლება აუცილებელი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ, მიხვდნენ რა არის კარგი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის, მიიღონ ცოდნა, გამოავლინონ თავიანთი უნარ-ჩვევები და დაიმკვიდრონ ადგილი. ისინი განათლებას იღებენ როგორც სკოლაში, ასევე, სახლში კითხულებენ სხვადასხვა ჟანრის წიგნებს, რაზეც, ზოგს ხელი არ მიუწვდება.
ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი სახსრები წიგნების შესაძენად, რათა წაიკითხონ და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით. მოაგროვეს ისეთი წიგნები, რომელიც უკვე წაკითხული ან ორი ერთნაირი ქონდათ, ამავდროულად შეარჩიეს თითოეული ბავშვის ასაკის და დონის შესაბამისი. მათ დიდი სიხარულით გადასცეს და ასევე გააცნეს თუ რის შესახებ იყო თვითოეული წიგნი და რა სახის ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებოდათ.
მათ, ამ აქტივობით ხელი შეუწყეს, რომ ბავშვებმა აიმაღლონ ცოდნა და მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხების შესახებ, ხელი შეუწყონ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.