მარტვილის სოფელ ინჩხურის სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერა ხანძრით დაზარალებულ ოჯახს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე გარემო"-ს წევრები ეწვივნენ მათივე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თიკა ფირცხალავას დაზარალებულ ოჯახს, რომელთაც დაეწვათ საცხოვრებელი სახლი - განადგურდა ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯი. ოჯახს აქვთ ლტოლვილის სტატუსი.

ეკოკლუბის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა დაზარალებული ოჯახის მიმართ და (ერთსულოვანი იყო მხარდაჭერა მშობლების მხრიდან) თიკა ფირცხალავას გადასცეს მათ მიერ აგროვებული თანხით შეძენილი ტანსაცმელი, სხვადასხვა საახალწლო საჩუქრები და გარკვეული თანხაც.

ინიციატივაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მშობლებმა, ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ლალი ფაილოძემ, სკოლის დირექტორმა შორენა ახვლედიანმა. 

ინჩხურის სკოლის ეკოკლუბელების თქმით, სოლიდარობის აქციამ გამოიწვია დაზარალებული ოჯახის მხრიდან დიდი მადლიერება და ხელი შეუწყო დაზარალებული ოჯახისათვის გარკვეული პრობლემის მოგვარებას.