აჭარაში, სოფელ სახალვაშოს სკოლის ეკოკლუბ "მარაჯანი"-ის წევრებმა გამართეს ონლაინ შეხვედრა რომლის თემა იყო "არა ნადირობას". მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს გამოერკვიათ სოციალურ ქსელ Facebook-ში რამდენად ხშირად ხდებოდა არალეგალური ნადირობის ამსახველი ფოტოს განთავსება. ამისათვის ძირითადად ორ გვერდს - "ნადირობა" https://www.facebook.com/groups/690713804402463 და "ნადირობა საქართველოში" https://www.facebook.com/groups/1133394033404758 იკვლევდენ.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ნადირობის შემცირებას და წესების დაცვას, ასევე მოსწავლეებში შემდგომში ნადირობაზე უარის თქმის წახალისებას. კვლევის და ძიების შედეგად გამოვლინდა ბევრი ფაქტი, როდესაც მოსახლეობა სიამაყით ათავსება უამრავ დახოცილ ფრინველის ამსახველ ფოტოს. მოსწავლეთათვის უცნობია ქონდათ თუ არა მათ ლიცენზია. დიდი ყურადღება მიიქცია არასრულწლოვანი ბავშვის ფოტოებმა ნადირობის წახალისების კონტექსტში.
"ჩვენ ეკოკლუბელები ამგვარ ფაქტებ ვგმობთ და ამ მიზნით სკოლის თანატოლებთან რეკომენდაციით ვიმუშავებთ "არა ნადირობას". ყველა ფოტო მასალა ვიხელმძღვანელეთ ამ ორ საიტიდან, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ფოტოებიდან ნათლად ჩანს ტყის ქათამი Scolopax rusticola, გარეული იხვი Anas platyrhynchos დიდი რაოდენობით განადგურება, რაც ლიცენზიის გაცემის წესებს ეწინააღმდეგება . მაგალითად, გარეული იხვის ნადირობისთვის გაცემულ ლიცენზიაში მოცემულია ლიმიტი 6 ცალი, ტყის ქათამი - 5 ცალი. გარეულ იხვს თუმცა ფოტოებში გაცილებით მეტს ვხედავთ, არ ვიცით ეს დღიურ ლიცენზიის ფარგლებში ნანადირევს წარმოადგენს თუ არა" - ამბობენ ეკოკლუბის წევრები.
ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მოკლე ვიდეორგოლი დაამზადონ არალეგალური ნადირობის პრევენციისათვის, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისათვის, რათა მომავალში ბუნებას საფრთხე არ შეექმნას. ეკოკლუბელები აღნიშნული კუთხით აგრძელებენ კვლევას, რათა მასალები შედეგზე ორიენტირებული გახდეს ვიდეორგოლის დამზადებისათვის.