"გონივრულად მომხმარებელი" ქობულეთის სიფელ გორგაძეების სკოლის მოსწავლეები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბგზამკვლევისწევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მორიგი აქტივობა განახორციელეს, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების N12 მიზანს: „გონივრული მოხმარება და წარმოება“ - შეესაბამებოდა.

"გზამკვლევის" წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი წლისთვის მოემზადებინათ პროექტი სახელადშექმენი ახალი“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მეორეული ნივთების გამოყენებით შექმნეს ახალი გამოყენებადი ნივთი. გამოიყენეს ქილის თავსახური, ნათურა და კიდევ სხვა მრავალი ნივთი.

ნივთების შექმნის დროს მოსწავლეებმა იხალისეს და გადაწყვიტეს სამომავლოდ უფრო მეტი მეორეული ნივთი გამოიყენონ, რათა შექმნან ახალი გამოსადეგი და ამასთანავე ორიგინალური ნივთი რომელიც დაამშვენებს ყველას სახლს.

ეს იყო სტიმულის მომცემი სხვებისთვისაც და ბევრმა გადაწყვიტა საახალწლოდ მოერთო სახლი მათი შექმნილი ნივთებისგან.