სოფელ დუისში ყოფილი ნაგავსაყრელის ადგილზე 300 ძირი კაკლის ხე დაირგო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ნარჩენების სპონტანური განთავსების ადგილები გასუფთავდა და 300 ძირი კაკლის ხე დაირგო
USAID–ის მიერ დაფინანსებული პროგრამის: "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) – ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით სოფელ დუისში (პანკისის ხეობა) დაახლოებით 2 ჰექტარის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების სპონტანური განთავსების ადგილები გასუფთავდა.
დასუფთავების შედეგად ტერიტორიიდან შეგროვდა ჯამში 60 მ3–მდე ნარჩენი, გასუფთავებულ ტერიტორიდაზე კი დაიდგა რვა 700 ლიტრიანი ნაგვის ურნა და საინფორმაციო ბანერი მომავალი დაბინძურების პრევენციის მიზნით. ნაგვის ურნების დაცლა/გატანას ახმეტის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
გასუფთავებულ ტერიტორიაზე, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ მხარდაჭერით, დაირგა 300 ძირი კაკლის ხე.
აღნიშნული ადგილის გატყიანება მნიშვნელოვანია, რათა აღარ მოხდეს ტერიტორიის დანაგვიანება, ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესდეს ადგილისთვის ფუქციის შეცვლით და გრძელვადიან პერიოდში მიიღოს მისგან სარგებელი.
ამა წლის 19 ნოემბერს სოფელ დუისში მოხდა გასუფთავებული ზონისა პრეზენტაცია და ნერგების დარგვის პროცესის დაწყება. პრეზენტაციას ესწრებდნენ WMTR ის პროგრამის წარმომადგენლები, ახმეტის თვითმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. პრეზენტაციის შემდეგ სტუმრები ეწვივნენ დუისის საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ორივე პროექტისა და განხორციელებული სამუშაოების შესახებ, ასევე დაურიგეს ბროშურები და მწვანე ჩანთები. დასუფთავებისა და ნერგების დარგვის აქციის განმახორციელებელ პროექტებს ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი.