ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის "ჯეგეთას'' წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართვისთანავე აქტივობის მიზნად აირჩიეს გაეროს მდგრადი განვითარების N1 მიზანი: "არა სიღარიბეს''. - სიღარიბის ყველა ფორმით აღმოფხვრა და იმ ადამიანების დახმარება, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდება.
მოსწავლეებმა შეაგროვეს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი, ხილი და სხვა... 2020 წლის 30 დეკემბერს "ჯეგეთელბმა'' სოფელ ურთაში მცხოვრები ორი მარტოხელა მოხუცი მოინახულეს. ეს იყო მათი თანამოქალაქეებისადმი წინასაახალწლო სოლიდარობის აქციაც.
მარო ბებომ სიხარულით მიიღო ეკოკლუბის წევრები და მათ მოუყვა თავის წარსულზე, ბავშვობაზე, ურთის საჯარო სკოლის დაარსებაზე, მის ფუძემდებელ სარგის ცაიშვილის ღვაწლზე. ურთის საჯარო სკოლა დღეს სწორედ სარგის ცაიშვილის სახელს ატარებს. სოფელში ფუნქციონირებს სარგის ცაიშვილის სახლ-მუზეუმი, რომელსაც მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ.
ეკოკლუბელებმა მარტოხელს მოხუცებს მათთან სტუმრობით საახალწლო განწყობილება გაუხალისეს. უსურვეს ჯანმრთელობა ამ დიდხანს სიცოცხლე.