ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ხარაგაულის მუნიციალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე ხელების" წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფროსი ადამიანებისადმი პატივისცემა და მათი დახმარება განსაკუთრებით პანდემიის დროს.
ეკოკლუბელები ზრუნავენ მოხუცებზე, რომლებიც სოფელში ცენტრიდან შორს ცხოვრობენ და უჭირთ სახლში პროდუქტების მიტანა და წყლის და შეშის მომარაგება.
გუნდის ორი წევრი - ლანა ჭიჭინაძე და მირანდა ჩხიკვაძე სოფელში სწორედ ისეთ ადგილზე ცხოვრობენ, სადაც რამოდენიმე მოხუცი მარტო ცხოვრობს. ამიტომ მათ მშობლებთან შეთანხმებით და ანტიპანდემიური წესების დაცვით დახმარება არაერთხელ გაუწიეს მოხუცებს.
მხცოვან ადამიანებს ბავშვები თითქმის ყოველდღიურად ეხმარებიან წყლის და შეშის, აგრეთვე მაღაზიიდან პროდუქტის მიტანაში. მათი "გასამრჯელო" მხოლოდ მოხუცების სიყვარული და თბილი სიტყვებია.
ეკოკლუბელებს სურთ თავისი წვლილი შეიტანონ პანდემიის დაძლევის პროცესში და ინფექციისგან დაიცვან მოხუცები, რომლებიც დაავადების გავრცელების რისკ-ჯგუფში არიან.