ნიკო კეცხოველის 2021 წლის სასკოლო კონკურსში აჭარიდან სოფელ სახალვაშოს სკოლა ჩაება

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირობების პრეზენტაციის მიზნით მოაწყო პირველი სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. ვინაიდან ეს კლუბი ფუნქციონირებს სკოლის ბაზაზე, მოსწავლეებმა გამოიყენეს ონლაინ სწავლების პლატფორმა Microsoft teams-ი.

ეკოკლუბის სახელობის ჯგუფში მოხდა ყველა ინფორმაციის გაზიარებას და მასალების გაცვლა. პირველ შეხვედრის თემა იყო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირობების პრეზენტაცია. ისაუბრეს როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხეში მყოფი სახეობების გადაშენება და მსოფლიო დონის ბუნების უნიკალური მოვლენა - მიგრაცია. განიხილეს მტაცებელი ფრინველები მარჯანის მაგალითზე.

მოეწყო მცირე დისკუსია მტაცებელი ფრინველების როლის შესახებ ბუნებაში. ასევე ისაუბრეს სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბნის სამიგრაციო დერეფნის მნიშვნელობაზე და რაც მთავარია ბრაკონიერობაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს არალეგალურ ნადირობაზე და მისი აღმოფხვრის გზებზე. ერთხმად აღინიშნა, რომ კლუბის შექმნა ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ეკოსისტემის წონასწორობის დაცვისათვის.