ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა სასკოლო ეკოკლუბების მხარდაჭერას აგრძელებს

 

CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) მხარდაჭერით, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს სკოლებს, შექმნან ეკოკლუბები და მდგრადი განვითარების მიზნებზე (SDGs) ორიენტირებული საქმიანობით გახდნენ პროგრესის ელჩები თავიანთ თემში. ეკოკლუბების საქმიანობა უმთავრესად ბუნებრივი გარემოს დაცვისა და გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

საუკეთესო ეკოკლუბების გამოვლენა და დაჯილდოვება ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ხდება, რომელიც, 2015 წლიდან ტარდება პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში.

კონკურსის ნახევარფინალური შეხვედრები 18-29 აგვისტოს პერიოდში გაიმართა საქართველოს დიდი ქალაქების ღია სივრცეებში, ძირითადად, რეკრეაციულ ზონებში.

 

 

 

 

მადლობას ვუხდით 700 დარეგისტრირებულ ეკოკლუბს, 150 ნახევარფინალისტს, ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროექტის თანაორგანიზატორებს, პარტნიორებსა და ჟიურის წევრებს:

 

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
  • National Geographic საქართველო
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მდგრადი განვითარების საბჭო
  • ასევე, ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გაეროში და ლადო აფხაზავას, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს.