ფუტკრის ოჯახი

ფუტკარი ერთადერთი ცოცხალი არსებაა, რომელიც აბსოლუტურად ყველაფრით სასარგებლოა. იგი ცხოვრობს არა რაიმეს ან ვინმეს ხარჯზე, არამედ იკვებება ყვავილის ნექტრით და მტვრით, ხოლო სანაცვლოდ ახდენს დამტვერიანებას, რის გარეშეც ყვავილი უნაყოფოდ დარჩებოდა. არსებობს ფუტკრების დაახლოებით 21 ათასი სახეობა და 250 გვარი. ფუტკრებს თავისი იერარქია გააჩნიათ: დედა ფუტკარი ოჯახის უფროსი და საპატიო წევრია. მის გარეშე ოჯახი ვერ მრავლდება. მსხვილ მამალ ფუტკრებს დაკისრებული აქვთ მხოლოდ დედა ფუტკრის განაყოფიერების ფუნქცია. მუშა ფუტკრები მთელი არსებობის განმავლობაში ასრულებენ მშენებლის, მცველის, მომვლელის და შემგროვებელის როლს. ფუტკრის ყველა პროდუქტს, გამონაკლისის გარეშე, გააჩნია საკვები და სამკურნალო თვისებები. მისი საშინელი შხამიც კი - ეფექტური წამალია.2

[:en]