COVID 19-ის კრიზისის გამო სკოლები გადავიდნენ დისტანციურ სწვალებაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობას. თუმცა, სამწუხაროდ არსებობენ მოსწავლები, რომლებთაც არ აქვთ ეს შესაძლებლობა. განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში კი, როგორც ყოველთვის რჩებიან მოწყვლადი ჯგუფები, კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
დუისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გამოავლინა ეს პირები, რომლებიც ამ ტექნოლოგიების უქონლობის გამო ვერ ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს.
ეკოკლუბმა გადაწყვიტა დაეწერა პროექტი ამ პირების ტექნოლოგიურად უზრუნველყოფისთვის. ეკოკლუბმა, პროექტის მიზნის მიღწევაში დასახმარებლად მიმართა კახეთის რეგიონალურ განვითარების ფონდს, რომელმაც ეკოკლუბს დაუფინანსა 870 ლარი ღირებულების კომპიუტერი.
ამ გზით ეკოკლუბმა უპასუხა COVID 19-ის ყველაზე მწვავე გამოწვევას ლოზუნგით "არავინ დატოვო მიღმა". თითოეული მოსწავლის უფლება ხარისხიან განათლებაზე წვდომასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.