დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ რუსთავის N9 საჯარო სკოლის ეკოკლუბის კურატორმა, გეოგრაფიის პედაგოგმა ირინა მღებრიშვილმა სკოლის ეზოს ტერიტორიაზე ჩაატარა გარემოსდაცვითი თავისუფალი გაკვეთილი მე-7 კლასში, თემაზე - "მწვანე ნაკვალევი".
პედაგოგმა გაკვეთილზე ეკოკლუბის წევრების დახმარებით მე-7კლასის მოსწავლეებს აჩვენა ფილმი "კაცი, რომელიც ხეებს რგავდა". ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია, რომლის შემდეგ გადაწვიტეს სკოლის ეზოში, კლასის სახელობითი ხეების და ყვავილების დარგვა, რათა მომავალში მათი სახელით სკოლას დარჩენოდა ეგრეთწოდებული "მწვანე ნაკვალევი".
ამ აქტივობის განსახორციელებლად, პედაგოგმა და კლუბის წევრებმა, წინასწარ დაავალეს მოსწავლეების მშობლებს დახმარებოდნენ შვილებს და რამდენიმე ხისა და ეზოს ყვავილების ნერგები გამოეტანებინათ სკოლის ეზოს ტერიტორიის გასალამაზებლად.
ამ აქციის შედეგად სკოლის ეზოში კლასის სახელით დაირგო 3 ძირი ალუბლის ხე და ეზოს ყვავილები.