გორის N12 სკოლის ეკოკლუბმა კეცხოველის კონკურსი შეაჯამა

27 მაისს გორის N12 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად შეაჯამეს ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში მათ მიერ გაწული სამუშაო. ჯერ დაანონსეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ონლაინ zoom-ის პლათფორმის გამოყენებით ექნებოდათ პროექტის შეჯამება და ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი გახადეს დასწრება.

მიწვეული ჰყავდათ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიდან საბა წიწიკაშვილი, (რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს საინფორმაციო ცენტრის გვერდზე)  სკოლის ადმინისტარციის წარმომადგენლები და მათი მეგობარი ეკოკლუბის წევრები.

ეკოკლუბელებმა ისაუბრეს ნიკო კეცხოველის პროექტის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები სკოლისთვის და საგანმანათლებლო სივრცისთვის დადებითი. ხაზი გაუსვეს იმას, რომ ასეთი ტიპის პროექტებში ახალგაზრდების გააქტიურება ნამდვილად გაგვიყვანს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რომ მათი შესრულება მომავალ თაობებს უკეთ შეუძლიათ. 

შეხვედრაზე დასახეს სამომავლო გეგმებიც. ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის კლუბის კურატორმა სექტემბრიდან უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს ყველა ეკოკლუბელს, მასწავლებელს, ორგანიზაცია CENN-ს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს.