შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტში

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრაზე გელათის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლეებსა და ეკოკლუბის წევრებს ბიოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ემზარ გორდაძე შეხვდა. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სატყეო პროექტის შესახებ, დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, ჩატარებული კვლევის შედეგებს. ბატონი ემზარი პროექტის მონაწილეებს დაჰპირდა ტბის მინდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ბინალური ნომენკლატურის დაზუსტებას, ტბის გადარჩენასთან დაკავშირებული აქტივობების ორგანიზებას. მომავალ ხუთშაბათს დაიგეგმა ლექციის ჩატარება გელათის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. universiteti