უსაფრთხოების წესები ბუნებაში გასვლისასა და ველურ ბუნებასთან ურთიერთობისას

უსაფრთხოების წესები ბუნებაში გასვლისასა და ველურ ბუნებასთან ურთიერთობისას:

1. სოკოები

არ სცადოთ თვითნებურად მოპოვებული სოკოს საკვებად გამოყენება. არავის რეკომენდაციით, მითუმეტეს, საველე სარკვევის ან ინტერნეტის საფუძველზე. სოკოს შხამი არის 100%-ით ლეტალური.

ნუ დაკრეფთ სოკოებს - მათ საკვებად იყენებს ველური ბუნების დიდი ნაწილი.

2. ზღარბები და კუები.

ნუ ეცდებით ხელში აიყვანოთ თუნდაც მცირე ხნით ზღარბი და კუ. გარდა იმისა, რომ ცხოველი ისტრესება, ამ ორ ცხოველზე უხშირესად პარაზიტობენ ტკიპები.
ტკიპა ადამიანისთვის საშიში 50-ზე მეტი ინფექციის გადამტანია.

მღრღნელებს თავისთავად - არ უნდა შეეხოთ.

ტყეში სეირნობიდან სახლში დაბრუნებისას გულდასმით დაითვალიერეთ ტანი - ტკიპას თუ შენიშნავთ, ნახეთ მისი ამოღების უსაფრთხო წესი და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან

3. არ შეეხოთ და არ მიუახლოვდეთ ფრინველების ბუდეებს

რისკია რომ დედა აღარ დაბრუნდეს ბუდეში და მიატოვოს კვერცები ან ბარტყები.


მადლობა, რომ გიყვართ ბუნება და უფრთხილდებით მას!