გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ფარგლებში, ( ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყეტი სწავლის შესაძლებლობის მიცემა ყველასთვის), წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ეკოკლუბისა და მისი ხელმძღვანელის ინიციატივით შეიქმნა ინტერნეტმუზეუმი "ხარათია".
covid 19 -თან დაკავშირებით განათლების სისტემაში მიღებული გამოწვევის წარმატებით დაძლევა ახალ ინიციატივებთან, ახლებურ სწავლებასთან, სწავლების ახალ მეთოდებთან არის დაკავშირებული. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის მიზნით შემუშავდა სხვადასხვა აქტივობები,.ინტერნეტ-ქსელი გახდა ურთიერთობის ერთადერთი ფორმა, რომლის მრავალფეროვნება აუცილებელია მოსწავლეების უწყვეტი სწავლების პოცესში.
ეწერის სკოლის ეკოკლუბმა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მოსწავლეების აქტიური ჩართვა, მათი შემოქმედებითობის გამოვლენა, ახალი ურთიერთობების დამყარება სხვა სკოლის მოსწავლეებთან, საზოგადოების ყველა ფენასთან. სოფლის ისტორიის შექმნა და სხვა სკოლებისთვის გაცნობა ეკოკლუბელების ინტერნეტ-მუზეუმის ერთ-ერთი მიზანია.
ასევე, ინტერნეტ-მუზეუმის მიზანია ძველი ნივთების, რელიქვიების მოძიება, აღწერა და ინტერნეტში განთავსება..ინტერნეტ-მუზეუმს უგზავნიან საუკუნოვანი ნივთების ფოტოებს (ყოფითი, გამოყენებითი, სამშვენისები, სხვადასხვა ხელობასთან დაკავშირებული ნივთები). აღმოჩნდა, რომ ბევრს სახლში უკვე აქვს ერთგვარი მინი მუზეუმი.
საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურისტების დაინტერესებას ამ პატარა სოფლით. ინტერნეტ-მუზეუმი დაეხმარება ადამიანებს უშუალოდ ოჯახებში დაათვალიერონ საინტერესო ნივთები. ინტერნეტ-მუზეუმს უკვე ჰყავს დამთვალიერებლები და თანამშრომლები. ეკოკლუბელები იმედოვნებენ, რომ საზოგადოება ინტერესით შეხვდება ამ საინტერესო ინიციატივას.