აპრილის დასაწყისში საცხერეში, ქორეთის მუნიციპალიტეტის პასიეთის უბანში არსებული ტყე კვლავ დიდი ხანძრის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ადამიანთა უპასუხისმგებლობამ გამოიწვია ტყეში ხანძარი. სოფელ ქორეთის სკოლის ეკოკლუბის წევრის და მისი ოჯახის მყისიერმა რეაქციამ სოფლის ტყე ფაქტობრივად გადაარჩინა განადგურებას.
ეკოკლუბელმა სწრაფად დაურეკა საჩხერის სახანძრო სამსახურს,ზუსტად მიუთითა ლოკაცია, სადაც მძვინვარებდა ხანძრის რამოდენიმე კერა. ასევე დაუკავშირდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს სპეციალისტს, მერიის წარმომადგენელს, რომელთანაც დამეგობრებულია ქორეთის სკოლის ეკოკლუბი.
პასიეთის მოსახლეობამ სახანძრო სამსახურის ეკიპაჟმა და მერიის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათიანი შრომის შემდეგ მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.
აღნიშნული ტყე სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროცაა. მოსახლეობა ტეში აგროვებს სოკოს, კრეფს მაყვალს, ჯონჯოლს, ეკალას და ზოგადად საზრდოობს ტყის სიმდიდრით.
გაწეული დახმარებისთვის სოფლის მეტყევემ და რეინჯერმა მადლობა გადაუხადა ქორეთის სკოლის ეკოკლუბს.