9 მაისს ხელვაჩაურის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა"აისმა" ჩაატარა გამოკითხვა COVID-19-ის შესახებ, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 13-დან 42 წლამდე ასაკის საზოგადოებამ.
მიღებული ინფორმაციით ეკოკლუბელებმა დაადგინეს, რომ მათ მიერ გამოკითხულთა დიდი ნაწილი კარანტინის დროს ატარებს სოფლად, ასევე დაადგინეს, რომ გამოკითხულთა აზრით “COVID 19“-ს მხოლოდ ცუდი შედეგები არ მოუტანია საქართველოსთვის, რაც მდგომარეობს შემდეგში: ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ ვირუსმა ოჯახები ერთმანეთს დააახლოვა, მეტი დრო მისცა ერთმანეთთან საუბრისთვის და ურთიერთობისთვის. ამასთან ზოგიერთმა ისიც ახსენა, რომ ვირუსი დაეხმარა ბუნებას გაწმენდილიყო, „ამოესუნთქა“ და „გამოცოცხლებულიყო“ რადგან ტრანსპორტის გადაადგილება და ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა შემცირდა. ასევე იყო რამდენიმე მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობა ადამიანებს დაეხმარა პიროვნულ განვითარებაში.
როგორც ვიცით ახალ კორონა ვირუსს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგებიც აქვს. გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს ხშირ შემთხვევაში ეხება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას. ეს გულისხმობს განათლების სისტემის გართულებას, ტექნიკა და ინტერნეტი ყველას ხელს არ უწყობს ასეთ სისტემაში ჩართულიყვნენ, ამასთან, ზოგმა ახსენა, რომ ამდენი ხნით სახლში ყოფნა და საზოგადოებასთან მხოლოდ დისტანციური კონტაქტი აისახა მათ ფსიქოლოგიაზე.
ამ ყველაფრის კვალდაკვალ სახლში დიდი დროის გატარებით აღმოაჩინეს, რომ ჰქონიათ სხვადასხვა ნიჭი როგორიცაა: წერის, ხატვის, სიმღერის, დაკვრის და ასე შემდეგ....
თუმცა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამ ვირუსის დამარცხებას მაქსიმუმ ახალ წლამდე, ხოლო მინიმუმ მაისის ბოლომდე ფიქრობენ.
მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სოფელ ჩიქუნეთის სკოლის ეკოკლუბელებმა დაასკვნეს, რომ ახალი კორონა ვირუსის პანდემიას საქართველოსთვის არც ისე ნეგატიურად უმოქმედია, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ხაზგასმა.