პატარა მეყვავილეები ქალაქ სენაკიდან

სამეგრელოში, ქალაქ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა პატარა მეგობრებთან მორიგი საინტერესო ონლაინ ღონისძიება  ჩაატარა.

პატარა მეყვავილეებმა საზოგადოებას, ვიდეო პრეზენტაციით,  საკუთარი ბაღი გააცნეს, რომელშიც ისაუბრეს ყვავილების მოვლის წესებზე - რომელ სეზონზე უნდა დაირგოს, როგორ უვლიან, თვითონ რა წვლილი შეაქვთ ბაღის მოვლაში, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ამ სილამაზეს..     

ასევე, ურჩევენ თანატოლებს, თუ ბაღი არ აქვთ, მშობლების დახმარებით აუცილებლად გააშენონ, რადგან გარდა სილამაზისა, ბევრი რამისთვის არის სასარგებლო.      

თითოეულმა მათგანმა, პრეზენტაციაში ზუსტად აღწერა იმ ყვავილების სახეობა, რომელიც ჰქონდათ ბაღში და ისაუბრაამ სახეობის ისტორიაზე.

მათი ღონისძიების დევიზი იყო:

"სიცოცხლის ამოცანაა ბუნებასთან თანხმობით არსებობა".                   

"აღარც საზოგადოება გვექნება თუ ბუნებას გავანადგურებთ".