ვებინარი თემაზე - ტელეფონის ჰიგიენა და არა მხოლოდ...

19 მაისს, მესხეთში, ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის უსაფრთხოების კომიტეტის ორგანიზებით,სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან რიგით N2 შეხვედრა შედგა თემაზე - "როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან". პრეზენტატორი ეთერ გოგოლაძე მოსწავლეებს ესაუბრა, თუ როგორ შეიძლება ვირუსის გადაცემის თავიდან აცილება, რა წესები უნდა დავიცვათ ხელების დაბანის დროს, როგორ უნდა დავიცვათ მობილური ტელეფონის ჰიგიენა და რაც მთავარია, როგორ დავიცვათ თავი covid 19 კორონავირუსული ინფექციისაგან, რა უნდა გვახსოვდეს და როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

პრეზენტატრმა ვებინარის მონაწილეებს შესთავაზა მარტივი ექსპერიმენტების ჩატარება, რომელმაც ბავშვებისთვის უფრო ცხადი გახადა კორონა ვირუსთან გამკლავებისა და ეფექტური ბრძოლის გზები.

ვალის N2 სკოლის ეკოკლუბის აქტიური წევრები თანაპრეზენტატორობდნენ შეხვედრას, რომელსაც ორ ათეულზე მეტი მონაწილე/,მსმენელი ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი 20 დღეა სკოლაში "ძალადობისგან დაცული სკოლის" პროექტის ფარგლებში შეხვედრები თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონაწილეთა ინტერესი არ ცხრება და ისინი მუდამ მზად არიან გახდნენ პრეზენტაციისა თუ დისკუსიის აქტიური მონაწილეები.