ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ლემშვანიერას'' წევრებმა გადაწყვიტეს ონლაინ განეხილათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ეხება FAKE NEWS-ებს ანუ ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემას. სამწუხაროდ დღეს სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციების გავრცელება.
ეკოკლუბელებმა დაადგინეს, რომ ყალბი ინფორმაცია შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც რეალური, მაგრამ ის ტყუილის ელემენტებს მოიცავდეს. რეალური ახალი ამბისგან განსხვავებით რომელიც ცდილობს ფაქტები რამდენადაც შესაძლებელია ობიექტურად და სიზუსტით გადმოსცეს ყალბი ინფორმაცია განზრახ ახდენს ფაქტების აღრევას მცდარ ინფორმაციასთან ან სრუილად ტყუილს ეფუძნება და მიზნად ისახავს კონკრეტული პირების ჯგუფების ან სულაც ფაქტების დამახინჯებას. სწორედ ამით ხდება ადამიანების მანიპულირება და მათ ნაწილში გარკვეულ საკითხებზე წარმოდგენების შეცვლა.
ინტერნეტში ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მათ შორისაა, თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ უნდა დაიცვათ თავი და როგორ მოიქცეთ.
ეკოკლუბის წევრები საზოგადოებას ურჩევენ - რომ არ მოხდეს ჩვენი შეცდომაში შეყვანა, ამისთვის ყველა ინფორმაცია უნდა გადავამოწმოთ რაც გამოიხატება იმაში, რომ ინფორმაციების მიღებისას მივაქციოთ ყურადღება თითოეულ დეტალს და იმას თუ რამდენად სანდოა ის წყარო საიდანაც ამ ინფორმაციას ვიგებთ.