გაეროს მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის თანახმად, ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მუხას“ წევრებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიება განეხორციელებიათ და მოსახლეობის მიერ საპიკნიკედ გამოყენებული ტერიტორია დაესუფთავებიათ.
ბობოყვათელმა მოსწავლეებმა შეაგროვეს ნარჩენები და მოსახლეობას მოუწოდეს, რომ გარემოს დაბინძურება და ნარჩენების, პოლიეთილენის პარკებისა და ბოთლების მიმოფანტვა ბუნებაში არა სწორი საქციელია და აუცილებელია, რომ პიკნიკის შემდეგ ნარჩენები სანაგვე ურნაში უნდა განათავსონ და არ მიმოფანტონ ბუნებაში.