24 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯაროს სკოლის გუნდმა "ბუნების მცველები" მოისმინეს სემინარი, რომელიც გუნდი ერთ ერთმა წევრმა ზურა ავალიშვილმა წარმოადგინა, მან მოსწავლეებს და მათ მშობლებს გააცნო ის რეკომენდაციები, რითაც თავიდან ავიცილებთ პოლიეთილენით და პლასტიკური მასალებით დაბინძურების პრობლემებს.
ეკოკლუბის წევრმა ისაუბრა ამ ტიპის დაბინძურებით გამოწვეულ საშიშროებებზე, დაავადებებზე, აჩვენა ფოტოები, რომლებიც კიცხის ტერიტორიაზე არსებულ დაბინძურებულ ადგილებს ასახავდა, მოუწოდა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, აქტიურად ჩაერთონ გარემოს დაცვით ღონისძიებებში, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის რჩევები, რომლებიც თავად წარმოადგინა.
სოფელ ბორის სკოლა კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.