საჩხერის სოფელ მახათაურის სკოლაში მდგრადი განვითარების მიზნები განიხილეს

მოსწავლეებში მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა სემინარი თემაზე: "მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვის ძირითადი მიზნები ".

აღნიშნული თემა მოამზადა მეშვიდე კლასის ხუთკაციანმა გუნდმა და მოახდინეს ამ თემის პრეზენტაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე. გაიმართა დისკუსია. დაინტერესებული პირების შეკითხვებს პასუხობდა თემის მომზადებაში მონაწილე გუნდი. 

გაჩნდა იდეა, მოეძიებინათ დამატებითი ინტერნეტ მასალა სხვადასხვა რესურსის რაციონალურად გამოყენების შესახებ და კვლავ მოეხდინათ კონკრეტული მასალის ჩვენება-პრეზენტაცია .