ხულოს სოფელ ძირკვაძეების სკოლის ეკოკლუბმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ძირქვას" წევრები, სხვა მოსწავლეებთან ერთად შეუერთდა მსოფლიო კამპანიას რომლის სლოგანია ,,რას ვმატებ საზოგადოებას" და ეხება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ღირსეულ ინტეგრაცას. 

დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს კლუბის წევრებმა და ბიოლოგიის პედაგოგმა დონარ აბულაძემ. "ძირქვას" წევრებთან ერთად, სხვა მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში. დაამზადეს სლოგანები: "მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს", ასევე დაამზადეს ფერადი წინდები და ამით გამოხატეს თანადგომა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.