ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბი EDC-გარემოს დამცველთა კლუბი" აგრძელებს საინტერესო, საგანმანათლებლო ვებინარების სერია კეცხოველის პროექტში ჩართული სკოლებისთვის. გუშინდელი შეხვედრის სტუმარი ჟურნალისტი, გეოგრაფი, გიდი და მოგზაური თინათინ მოსიაშვილი გახლდათ. შეხვედრას ეკოკლუბები ესწრებოდნენ: აჭარიდან, ბაღდათიდან, ხაშურიდან, თბილისიდან და ხარაგაულის სხვა სკოლებიდან. ვებინარის თემა იყო ეკოტურიზმი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაშია, გაუზიარეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას, უპასუხეს შეკითხვებს და თვითონაც დასვევს, რაზეც ამომწურავი პასუხი მიიიღეს.
შეხვედრისას თინათინმა მოსწავლეებთან ერთად განმარტა ტურიზმის, როგორც ეკონომიკის დარგის ცნება და ისაუბრა მის მრავალმხრივ დარგებზე, მიმდინარეობბეზე. ტურიზმი ეს არის ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფილობითი დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღებისა, ისტორიის და კულტურის ძეგლების მოსანახულებლად. პირველად სიტყვა ტურიზმი ჯაკმომ გამოიყენა 1930 წელს. დიდი განსხვავებაა ტურისტსა და მოგზაურს შორის, ტურისტის განსაზღვრულ ვადებში მოგზაურობს, მოგზაური სხვადასხვა ადგილებში ჩადის, სურვილის მიხედვით არჩევს მოგზაურობის დროს, გამოიმუშავებს თანხას მოგზაურობისას და ა.შ. ეკოტურიზმი ტერმინი გამოიყენა იულერმა 1973 წელს. განმარტება ეკოტურიზმისა 1980 წელს ჩამოაყალიბა მექსიკელმა მეცნიერმა. ეკოლოგიური ტურიზმი არის ბუნებასთან ჰარმონიული თანწყობა. სტუმარმა ბავშვებისათვის ადვილად აღქმადი რომ ყოფილიყო, ჩამოთვალა ეკოტურიზმის თითოეული მიმართულება და ამომწურავად განიხილა თითოეული მათგანი.
მომხსენებელმა მოსწავლეებს ურჩია, კარგად შეესწავლათ მათი სოფელი, მეზობელი სოფელი, დაკვირვებოდნენ ტყეს, გზას, საინტერესო ადგილებს, შეესწავლათ თითოეული მათგანი და რეკომენდაცია გაეწიათ სხვებისთვის, რომ დალაშქრონ ახლომდებარე ადგილები. შენი ქვეყნის შესწავლა ჯერ შენი საცხოვრებელი გარემოდან უნდა დაიწყო და შემდეგ გადახვიდე სხვა საინტერესო ადგილებში.
შეხვედრაზე საუბარი იყო მდგრადი განვიტარების მიზნებზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე უცხო სალაშქრო ადგილებზე და ბევრ სხვა თემაზე. შეხვედრამ დიდი მოწონება გამოიწვია დამსწრე ეკოკლუბებში.
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლა კვლავაც განაგრძობს საინტერესო სტუმრების მოწვევას ონლიან შეხვედრებისთვის.