ჩხოროწყუში, მუხურის თემის საჯარო სკოლის გუნდ "ეგრისის" წევრებმა ლესიჭინის თემის საჯარო სკოლის გუნდ "ქლოროპლასტთან"ერთად 2018 წლის 18 ოქტომბერს მოაწყო ლაშქრობა მარშუტით მუხური -> შურუბუმუს მღვიმე - ლუგელას სამკურნალო წყლის სათავე -> გვამარდას ჩანჩქერი. ეს მარშრუტი დატანილია ტურისტული მარშუტების რუკაზე. გუნდებს ლაშქრობისას ახლდათ სოფო ჯიქია - სოფლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ მუხურის საჯარო სკოლაში. ერთხელ კიდევ გადაამოწმეს ლაშქრობის გეგმა და გეზი აიღეს ხიდ "ნაცხას" გავლით ხეობისაკენ. სოფლის ბოლოს ქოოს უბანში ყურადღება მიიქცია საშენი ქვის გადამმუშავებელი საამქროს ნანგრევებმა. გამგეობის წარმომადგენელმა ბავშვებს აუხსნა, რომ ეს საამქრო ფუნქციონირებდა გასული საუკუნის ბოლოს და ამუშავებდა იქვე მოპოვებულ დოლომიტს, ანდეზიტ- ბაზალტსა და კირქვას.
ადვილი შესამჩნევი იყო გამხმარი ბზის ბუჩქები, რომელიც სოკოვანი დაავადების შედეგად გადაშენების გზაზე არიან როგორც სოფო ჯიქიამ ახსნა, მიუხედავად მრავალჯერ შეწამვლისა, ბზის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ბზის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა ბიოლოგიის მასწავლებელი ლამზირა გახარია.
ხეობის ჩრდილოეთით აღმართული იყო მიგარის მთის მასივი, რომლის მთის ძირში არსებობს სხვადასხვა ჩანჩქერები და ღვიმეები. მათ შორის არის შურუბუმუს მღვიმე. მასთან დაკავშირებულ ტოპონომიკაზე საინტერესო ცნობები მიაწოდა სოფო ჯიქიამ ბავშვებს. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო დასათვალიერებლად ადგილი, რომელსაც "დეიძახილს" (დევის ძახილი) ეძახიან მთიდან სეზონურად ადიდებული მდინარის ხმაურის გამო.
ხავსიანი ლოდები სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, უჩვეულოდ წყნარი ადგილი მოლაშქრეებს ძალიან მოეწონათ მათ შეძლეს ასევე შურუბუმუს მღვიმის შესასვლელი მონაკვეთის დათვალიერება. ამის შემდეგ გეზი აიღეს ლუგელას წყლის სათავისკენ მაგრამ სამწუხაროდ ის "დატყვევებული" აღმოჩნდა უზარმაზარი შენობის შიგნით. როგორც იქაურმა თანამშრომელმა აღნიშნა ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის და წყალს ამზადებს საექსპორტოდ.
ლუგელას წყლის სამკურნალო მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა ბიოლოგიის მასწავლებლები ლამზირა გახარია და მაკა სახურია. გვამარდას ჩანჩქერთან მიახლოებულებმა პიკნიკის შემდეგ გამართეს საინტერესო ღონისძიება, ლესიჭინის სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია მწვანე მომხმარებელზე და პლასტმასის ნივთების უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია, აზრთა ურთიერთ გაცვლა.