ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების სკოლის ეკოგუნდი უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოგუნდ ,,მარჯანის“ წევრებმა სასკოლო აქტივობის განსახორციელებლად გადაწყვიტეს დახმარებოდნენ უპატრონო ძაღლს, რომელიც შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს გამოჩნდა სკოლის ეზოში. უპატრონო და მოუვლელი ცხოველის დასახმარებლად ,,მარჯანის“ წევრებმა მიმართეს ქალაქის მერს, რომელიც ბავშვებს დაჰპირდა, რომ მალე სკოლაში სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მოვიდოდნენ, ძაღლს წაიყვანდნენ, უმკურნალებდნენ, მოუვლიდნენ და აცრილს, გაჯანსაღებულს, სტერილურს ისევ სკოლაში დააბრუნებდნენ. 

ქობულეთის მერი დაპირდა ბავშვებს, რომ ძაღლს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. "მარჯანის“ წევრები ოცნებობენ, რომ ქალაქში უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი აშენდეს, სადაც მათ უმკურნალებენ, ვაქცინაციას და სტერილიზაციას ჩაუტარებენ.