სენაკის სკოლა-გიმნაზიაში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად სენაკის სკოლა-გიმნაზიამ თავის აღსაზრდელებთან ერთად გამწვანების აქცია გამართა სკოლის ეზოში. აქცია ჩატარდა ,,კეცხოველის პრემია-2019“- ის ფარგლებში ეკო კლუბ ,,ECO-R”-ის ინიციატივით და გაგრძელდება ამ დღეებშიც. 

კვირის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კლასების მონაწილეობით სხვადასხვა ადგილების ათვისება და ხეების დარგვა. ამჯერად, პირველობა გამოიჩინა მე-4 კლასმა, რომელთაც თავიანთი ძალებით შეაგროვეს ნერგები და სკოლის ეზოში დარგეს. მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს გარემოსადმი ზრუნვის უნარს და ამ კონკურსში მონაწილეობაც უდიდეს როლს ასრულებს ამ უნარების ფორმირებაში მოზარდებში. 

ხეების დარგვის აქციით ეკო კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში, ტყეების გონივრულ მართვაში, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებასა და აღდგენა-გაუმჯობესებაში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.