22 ოქტომბერს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო 2019 წლის პრემიის კონკურსანტებმა, შუახევის მუნციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის “Green times”-ის ეკოკლუბელებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა გადამფრენ ფრინველებთან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა გააკეთეს ქაღალდის ჩიტები. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორს კლუბის წევრებმა ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა. შემდეგ გაამზადეს თამაშისთვის ყველა საჭირო რესურსი.
ეკოკლუბელმა სულხან ბერიძემ ჩაუიტარა მინი-ლექცია პატარებს გადაფრენ ფრინველებზე და გააცნო თამაშის წესები. ყველა დიდი ინტერესით იყო ჩართული ამ თამაში. მაგრამ სამწუხაროდ ვერცეთმა ჩიტმა ვერ მიაღწია "თბილ ქვეყნებს".
მოსწავლეებმა გაიგეს და გაიაზრეს ყველა ის საფრთხე რაც ხვდებათ გადამფერნ ჩიტებს მიგრაციის პერიოდში. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში გადაფრენ ფრინველების მნიშვნელობის მათ დასაცავად საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობისა და იმ საფრთხეების შესახებ, რომელთა წინაშედაც ეს ფრინველები დგანან.