"ეკო-პატრიოტების" დასუფთავების აქცია ზუგდიდის სოფელ ხამისქურში

ზუგდიდის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის გუნდი, "ეკო-პატრიოტები‘’ ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში აგრძელებს გარემოსდაცვით აქტივობებს. შაბათს სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვით აქციაში. დასუფთავდა სკოლა, მიმდებარე ტერიტორია, სოფლის ცენტრი, სტადიონი და სკოლასთან ჩამომავალი ღელე.

იმის გამო რომ სკოლა მდებარეობს ცენტრალური საავტომობილო გზიდან, შესახვევში დასუფთავების მანქანა სკოლასთან არსებული რკინიგზის ხიდის გამო ვერ შედიოდა სკოლამდე. მოსწავლეთა თხოვნით დასუფთავების სამსახურის მანქანამ შემოვლითი გზით მიაღწია დაგროვილ ნაგავთან. 

მოსწავლეებმა მანქანა საკუტარი ხელით დატვირთეს ნაგვის სავსე ტომრებით. მსგავსი გარემოსდაცვითი აქტივობები მომავალშიც იგეგმება.