18-19 ოქტომბერს მცხეთის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ტელუსი" - გამართა გარემოსდაცვითი ფესტივალი Telus-nathure protection festival. ფესტივალში ჩართული იყო წეროვნის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ ჩარდახის საჯარო სკოლის ორმოცდაათამდე მოსწავლე(ასევე შშმ პირები),
ფესტივალი მხატვრული ფილმის ჩვენებით გაიხსნა, ფილმში ნათლად იყო გამოკვეთილი თუ რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გარემოს დანაგვიანებას. ფილმის შემდეგ ბავშვებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად გამართეს დისკუსია და იმსჯელეს წეროვნის პრობლემებზე.
ფილმის დასრულების შემდეგ კი ბავშვები დაესწრნენ ბიოლოგ თამარ კეთილაძის ლექციას ეკოლოგიის შესახებ.