გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკო კლუბს დასუფთავების აქციის მოწყობის ინიციატივით მიმართა სოფლის რწმუნებელმა. ეკოკლუბთან ერთად აქციაში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვა V-XI კლასების ყველა მოსწავლემ.
"გავინაწილეთ სოფლის ცენტრალური ქუჩები და გავასუფთავეთ. სხვადასხვა ტიპის ნარჩენი სხვადასხვა ტომრებში მოვათავსეთ. ხელთათმანები და ტომრები თავად რწმუნებულმა ბატონმა ალექსანდრე ბაცანაძემ მოგვიტანა. აქციაში ჩაერთნენ მასწავლებლებიც. სასიამოვნოა, როცა შენი სოფლის ქუჩები სუფთად გამოიყურება" - ამბობს კაჭრეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ლევან ქიტოშვილი.