მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „იელი“ დედამიწის დღის აღნიშვნის მიზნით მათ სოფელში მაკულატურას აგროვებს.
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სკოლის შენობაშაში დგას „მწვანე ყუთი“, სადაც მაკულატურა გროვდება, 2020 წლის აპრილში ეკოკლუბის წევრები თანასოფლელებს დაუკავშირდნენ (ზოგს ტელეფონით, ზოგს პირადად) , კიდევ ერთხელ აუხსნეს „მწვანე ყუთის“ მნიშვნელობა და დანიშნულება, სთხოვეს მაკულატურის შეგროვებაში მონაწილეობის მიღება.
ამ აქტივობის მიზანი იყო ადამიანების მიერ ქაღალდის რესურსის რაციონალური გამოყენება და მისი მეორადი გადამუშავება. აუხსნეს, რომ ამით ისინი უფრთხილდებიან გარემოს და ზრუნავენ რაც შეიძლება ნაკლები ხე მოიჭრას ბუნებაში. მათ ძველი წიგნები მოაგროვეს.
ოჯახებიდან 45 კილოგრამი შეგროვდა(ძირითადად ძველი წიგნები), სკოლაში 29 კილოგრამი. მოსახლეობის მხარდაჭერით „აქცია“ გაგრძელდება მომავალშიც.
ამ აქტივობის მიზანი იყო სკოლის და თემის წარმომადგენლების გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და პასუხისმგებლობის ამაღლება და მათი ჩართულობის გაზრდა.