ზუგდიდის სოფელ ახალკახათის საჯარო სკოლის ეკო კლუბ „გვიმრას“ წევრები სამანტა ჭკადუა და ლიზი ჩანგელია სტუმრად იმყოფებოდნენ დარჩელის #2 საჯარო სკოლაში სადაც მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის შესახებ.
ახალკახათის სკოლის ეკოკლუბელებმა თანატოლებს მოუწოდეს რომ შექმნან გუნდი და აქტიური მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. აქვე გააცნეს კონკურსის პირობები და გაუზიარეს მათი გამოცდილება. და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. სკოლები შეთანხმდნენ მომავალში ერთობლივად დაგეგმონ ბევრი აქტივობები გარემოს დაცვის კუთხით.