დაბა სურამის N1 სკოლაში გლობალური დათბობის პრობლემა განიხილეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის "ეკო-თიმის" წევრმა - ცისია კურტანიძემ, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში V კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია გლობალურ დათბობაზე. ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს კაცობრიობის მთავარ პრობლემაზე და მეტი გაიგეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

დაბა სურამის N1 სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.