ნადარბაზევის ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში მონაწილე ნიკო კეცხოველის სახელობის გორის # 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განახორციელა პროექტი- ,,ნადარბაზევის ტბის და მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა'. 

პროექტის მიზანია: ნადარბაზევის ტბის და მისი შემოგარენის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გაცნობიერება; მიზნის მისაღწევი ამოცანები: 1. პროექტის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოპოვება; 2. სასკოლო თემთან შეხვედრა; და ეკოკლუბის საქმიანობის გაცნობა; 3.საველე მარშრუტზე გასვლისთვის მომზადება; 4. საველე მარშრუტზე გასვლა და ინფორმაციის მოძიება; 5.ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ინტერვიუ; 6. დასუფთავების აქციის ჩატარება; 7.გორში დაბრუნება, მოზიებული ინფორმაციის არსებულ ლიტერატურასთან შეჯერება; 8. შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. 

პროექტი დააფინანსა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა ლია ბიბილაშვილმა. 

გთავაზობთ განხორციელებული პროექტის შედეგებს. ნადარბაზევის ტბა მდებარეობს კვერნაკის ქედზე, სამარხილე სერის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო კალთაზე, ქ. გორიდან 22 კმ-ის დაშორებით, ამჟამინდელი სოფელ ნადარბაზევის ჩრდილოეთით. ტბის წყალშემკრები აუზი 13,1 კვ.კმ - მოთავსებულია სამარხილე ქედის ოდნავ ჩაზნექილ დეპრესიაში, მტკვრის ერთ-ერთ ტერასაზე. ნადარბაზევის ტბის ქვაბული გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდიოეთისაკენ. ტბის მაქსიმალური სიგრძე 1,4 კმ, წყლის სარკის ფართობი 542000 კვ.მ. უდიდესი სიღრმე -1,9მ. ამჟამად ლიახვის შენაკადიდან მდ. ტორტლადან აქაჩული წყლით ხდება. ტბის წყალი 100 წლის წინა პერიოდთან გამტკნარებულია, იყენებენ სარწყავად. 

ტბაში აშენებენ რამდენიმე სახეობის თევზ. ეკოკლუბის წევრების საველე დღიურში არნიშნულია შემდეგი:. ტბამდე მისასვლელი გზა გორი-თბილისის ტრასიდან სამხრეთითაა და ნელნელა სიმაღლე მატულობს. გზის აქეთ-იქით, რომელსაც წინა წლების ასფალტი ადგილ-ადგილ შერჩენია, ველური მცენარეულობა ვიწრო ზოლად შეიმჩნევა. ჯაგ-ეკლიან ველებზე ურო და წივანა ბატონობს. 

კლუბის წევრებმა ასკილის ბუჩქებიც შენიშნეს. ნადარბაზევის მიმდებარე ტერიტორია უკვე გადახნულია ,ალბათ საადრეო კულტურების დასათესად. ტბის გარშემო ტერიტორია საძოვრადაა გადაქცეული. მონაწილეებს ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მსხვილფეხა საქონელი და მწყემსები დახვდათ. ცხოველები ყველანაირ აღმონაცენს ანადგურებენ.ზაფხულობით ბევრი გორელი და სხვა ადგილებიდან მოსულები ისვენებენ. შემოდგომის გამო არავინ არ იყო, მაგრამ გზის ორივე მხარე ნაგვით აჭრელებულიყო. ამის გამო მონაწილეებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. 

ზეგარდი- ნასახლარი სოფელი. მარშრუტზე ეკოკლუბის წევრებს შემთხვევით თუ ,,ეკოლოგიურ ბედ-იღბლად' ,,ტრანგალეტით' მომავალი ადამიანები შეხვდნენ. მოსწავლეები ინფორმაციას აგროვებენ კოწახურის გავრცელების შესახებ, რადგან კეცხოველის წიგნებში ყურადრებაა მასზე გამახვილებული. და აი ამ კითხვას მოჰყვა დანარჩენი. მაშ ასე: სოფელი ზეგარდი მდებარეობდა სამარხილე სერის სამხრეთ დასავლეთით, კვერნაკის თხემის დასავლეთით. სოფელში იყო 4 წყარო. 

ოთხივე სხვადასხვა გემოს და ტემპერატურის. მცენარეულობის გაჩეხვის შემდეგ ამ სოფელში განვითარდა შემდეგი მოვლენები: დაშრა ერთი წყარო; ჩამოწვა მეწყერი. ეკოწევრები ინტერესით შეცქეროდნენ არც თუ ისე შორს, მთისკენ მიმავალ გზას და იქ მარტო დარჩენილ ნასახლარ ზეგარდს.გორში დაბრუნებულებმა გადაწყვიტეს სხვა სკოლებთან ერთად ნადარბაზევის ტერიტორიის გამწვანების და დასუფთავების კომპლექსური გეგმის შემუშავება.