ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის გზაზე

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „კესანები“-ის წევრები მეგობრებთან ერთად რაჭაში იმყოფებოდნენ. 

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს გააცნო რაჭაში გავრცელებული მცენარეები. მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა რაჭის ბუნებამ და გარემომ. 

მოსწავლეები ადგილზე გაეცვნენ ჰერბარიუმების დამზადების საკითხებს. მოსწავლეებმა შეაგროვეს სოჭის გირჩები და თესლები, რომლებიც წაიღეს სკოლაში შემდგომში დასათესად.

ბათუმის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მეორე წელია მონაწილეობს.