თბილისის დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადას" ეკოკლუბისა და ინგლისური ენის კათედრის თანამაშრომლობით, დისტანციურად გაიმართა მეტად საინტერესო გარემოსდაცვითი პრეზენტაცია - "green technology".
ინიციატივის ფარგლებში IX კლასის მოსწავლეებმა (მათ შორის ეკოკლუბის წევრებმა) მოსწავლეებს გააცნეს რა არის "მწვანე" ტექნოლოგია, რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენთვის და დედამიწისთვის, როგორ გვეხმარება ენერგიისა და სხვა რესურსების დაზოგვაში, სად და როგორ შეგვიძლია შევიძინოთ და ა.შ.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე, თუ რომელ მოწყობილობას შეიძენდა თითოეული მოსწავლე, რატომ მოეწონა იგი და რა სარგებელს მოუტანდა ეს გარემოს. განიხილეს მათ მიერ შემოთავაზებული თითოეული მოწყობილობა და გამოავლინეს საუკეთესო.
ღონისძიება ჩატარდა ინგლისურ ენაზე, ონლაინ, პროგრამა "ზუმის" საშუალებით. ჩართული იყო ეკოკლუბის სამი წევრი.