ფოთელი მოსწავლეები მათ ქალაქში წყლის მიწოდების სისტემით დაინტერესდნენ

ქალაქ ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები დაინტერესდნენ თუ რა გზას გადის წყალი სანამ ის თითოეული ჩვენგანის სახლამდე მოაღწევს, სწორედ ამიტომ ისინი ეწვივნენ იმ ადგილს, იქ საიდანაც ხდება უშუალოდ წყლის მიწოდება მათ ქალაქში, 

აღნიშნული ობიექტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს მცირე ექსკურსი, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება წყლის ფილტრაცია და შემდეგ მისი მიწოდება ქალაქის თითოეულ უბანში. ეკოკლუბ "ავანგარდის" წევრებმა აღნიშნეს რომ მიღებული ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი იყო.

ფოთის N11 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მესამე წელია მონაწილეობს..