საჩხერის სოფელ სარეკის სკოლას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლაში 12 ოქტომბერს,ფრინველთა მიგრაციის საერთაშორისო დღეს, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და დასავლეთ რეგიონული სამმართველოს უფროსები ბატონი ზურა გერაძე და ქალბატონი თინა ჩიკვაიძე.

სტუმრებმა ეკო-კლუბის წევრებს წარუდგინეს პრეზენტაცია დეპარტამენტის საქმიანობისა და უფლება-მოსილების, ასევე წითელი ნუსხისა და გადამფრენ ფრინველთა სეხეობების შესახებ.პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სხვადასხვა გარემოსდაცვით პრობლემებზე როგორიაცაა: ბრაკონიერობა,ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება, გარემოს დაბინძურება და სხვა.სტუმრებმა ასევე ისაუბრეს მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე და დეპარტამენტისადმი დახმარებაზე. 

შეხვედრის დასასრულს კი შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობაზე.